ბრეკეტები და რეტეინერები

რა სახის ბრეკეტებია ხელმისაწვდომი?
თუ ბრეკეტი არის გამოსავალი თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად, ექიმი ან ორთოდონტი შეგირჩევთ მას თქვენი პირის ღრუს ინდივიდუალური სურათისა და საჭიროებების მიხედვით. ბრეკეტი შესაძლოა შედგებოდეს ზონრებისაგან,მავთულებისაგან,სხვადასხვა მოსახსნელი და მოუხსნელი საკორექციო კონსტრუქციებისაგან.არცერთი  მათგანირ არის საყოველთაო.ყველა მზადდება დანიშნულებისამებრ,ინდივიდუალურად.


როგორ მუშაობს ბრეკეტი?
ბრეკტები მოქმედებენ კბილთა ჯგუფზე ზეწოლის მეშვეობით,რის შედეგადაც ხდება კბილების ნელი გადადგილება და მათი ჩასმა სწორ მდგომრეობაში . კბილების გადანაცვლებასთან ერთად ადგილი აქვს ძვლის ფორმის შეცვლას,რაც განპირობებულია მასზე ძალის მოქმედებით.


ბრეკეტი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

    • ბრეკეტი არის მცირე კვადრატები რომლებიც უშუალოდ ეკვრის ყველა კბილის ფრონტალურ ზედაპირს სპეციალური სტომატოლოგიური მისაკავშირებელი ნივთიერებით,ან გაერთიანებულია ორთდონტიული ზონრებით. ბრეკეტი მოქმედებს როგორც სახელური,რომელსაც უჭირავს რკალი,რომელიც გადააადგილებს კბილებს.მრავალი სახეობის ბრეკეტი არსებობს,მათ შორისაა ფოლადის,კბილის ფერის კერამიკური ან პლასტიკური,რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება მათი უჩინრობის გამო. ძოგჯერ ბრკეტი ემაგრება კბილის პირისღრუსკენა (ორალურ) ზედაპირს,იმისათვის,რომ ნაკლებად გამოჩნდეს.


    • ორთოდონტიული კონსტრუქცია უჟანგავი ფოლადისაგან მზადდება,მკაფიოა ან კბილის ფერი ნივთიერებბისაგან რომელიც ემაგრება კბილს სტომატოლოგიური მისაკავშირებლით(ბონდით,წებოთი).მათ შემოახვევენ თითოეულ კბილზე რომ უზრუნველყონ ბრეკეტის სიმყარე. ნათელი და კბილისფერი ბრეკეტი კოსმეტიკური თვალსაზრისით უფრო მისაღებია,მაგრამ ძვირია უჟანგავ ფოლადთან შედარებით.მათ ყველა პაციენტთან ვერ იყენებენ.

    • შუასადები არის გამყოფი რომელიც თავსდება კბილებს შორის ადგილის შექმნის მიზნით,რო შემდგომში ამ სივრცეში მოთავსდეს ორთოდონტიული აპარატის შემაკავშირებლები.
      რკალი დაერთვის ბრეკეტს და მოქვედებს როგორც მიმანიშნებელი საით და როგორ გადანაცვლდეს კბილები.რკალი შესაძლოა იყოს უჟანგვი ფოლადის,ნათელი ან კბილის ფერი. სამაგრი არის პატარა რეზინის ბეჭედი ან ლამაზი მავთული,რომელიც ამაგრებს რკალს ბრეკეტთან.ის შეიძლება იყოს უჟანგავი ფოლადი,ნათელი ან კბილისფერი. ლოყისკენა მილი უმაგრდება საღეჭი კბილების მიდამოში და იჭერს რკალის დისტალურ ნაწილს,იცავს მას ამოვარდნისაგან.პატარა ელასტიური რეზინის ზონარი,რომელსაც ლიგატურე ეწოდება,აერთებს რკალს და ბრეკეტს.სპრინგები შესაძლოა განთავსდეს რკალზე ბრეკეტის მავთულებს შორის ომ შეავსოს სივრცე კბილებს შორის.ორი ზოლი ზედა ყბის კბილებისათვის შესაძლოა მილით იყოს შერწყმული ზემოდან რომ სწორად განისაზღვროს ადგილი. ელასტიური და დრეკადი რეზინის ზონრები აკაუჭებს ბრეკეტს და აკავშირებს ზედა და ქვედა ყბის კონსტრუქციებს.ისინი ზემოქმედებენ კბილებზე და ზედა და ქვედა კბილები მოყავთინდივიდუალურ ჰარმონიაში.

    • Facebow გადასახური არის ნაწილი რომელიც ზედა მოლარებს გადასწევს უკან პირის ღრუში. ასევე ქმნის სივრცეს კბილებისათვის.თანამედროვე მინი ბრეკეტები,რომლებიც ბევრად პატარაა ტრადიციულ ბრეკეტებთან შედარებით ერთერთი ვარიანტია პაციენტისათვის. რსებობს კიდევ ერთი გზა კბილების გასწორებისათვის.ეს არის მოსახსნელი პლასტიური რეტეინერი,რომელიც გამოიყენება,როცა კბილების მდგომარეობა არცისე მძიმეა. თქვენი ორთოდონტი თქვენთან ერთად განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს და შეარჩევს შესაბამისს.

რამდენ ხანს უნდა ვატაროთ ბრეკეტი?
ბრეკეტის გამოყენების დროინდივიდუალურია ყველა პაციენტში.დამოკიდებულია პირის ღრუს კლინიკურ სურათზე, პირის ღრუში არსებულ სივრცეზე, კბილების გადაადგილების მანძილზე,კბილებისა და ძვლების მდგომარეობაზე, და აგრეთვე იმაზე,თუ რამდენად ზუსტად ასრულებს ექიმის მითითებებს პაციენტი.საშუალოდ 1-3 წელი არის საჭირო კარგი ეფექტის მისაღებად. ზოგადად ბრეკეტის მოხსნის შემდეგ პაციენტი ატარებს რეტეინერს 6 თვის განმავლობაში მუდმივად,6თვის შემდეგ ღამის ხმარებაზე გადადის.

რამდენად ხშირია ორთოდონტთან ვიზიტი მკურნალობის განმავლობაში?
ორთოდონტს უნდა მიაკითხოთ დაახლოებით თვეში ერთხელ,რომ შეამოწმოს რამდენა დსწორად არის განაწილებული ბრეკეტის ძალა კბილებზე და რამდენად სწორად გადაადგილდება კბილები. ძალის მომატების და მისი მიმართულების შეცვლის მიზნით ორთოდონტი ცვლის ბრეკეტის ზონრებს და რეზინებს.ასევე მაშის სასუალებით ახდენს მავთულებისა და კაუჭების მოღუნვას ან პირიქით გაშლას საჭიროებისამებრ. ძოგჯერ ორთოდონტიული ბრეკეტი არასაკმარისია ეფექტის მისაღებად ასეთ შემთხვევაში ორთოდონტი ამატებს სახურავს სახლში გამოყენებისათვის.

ბრეკეტის გამოყენება მტკივნეულია?
ჩვლილებები რაც გამოწვეულია პირის ღრუში ბრეკეტის მოთავსებით,ან შემდგომში მისი კორექციით რათქმაუნდა პაციენტს პირველ ხანებში უქმნის დისცომფორტს და უხერხულობას. ძოგჯერ ,როდესაც ბრეკეტი ტკივილს იწვევს შესაძლებელია გამოვიყენოთ მოტრინი ან ტილენოლი,ისინი შეამსუბუქებენ ტკივილს.თუ თქვენ გაწუხებთ გაუსაძლისი ტკივილი ყოველი შესწორების შემდეგ,უთხარით ამის შესახებ თქვენს ორთოდონტს ,რომ ნაკლები ზალიტ იმოქმედოს ბრეკეტმა და ნაკლებად მკვეთრი იყოს მის მიერ შეტანილი კორექცია.

ახდენს თუ არა ასაკი გავლენას ბრეკეტის გამოყების შემდგომ ეფექტზე?
მექანიკური პროცესი ,რომელიც მიმდინარეობს ბრეკეტის მოქმედებით ნებისმიერ ასაკკში ერთიდაიგივეა.ასე რომ ორთოდონტი მკურნალობს,როგორც ბავშვებს,ისე მოზრდილებს,ანუ ყველას ,ვისაც სურს კორექცია შეიტანოს საკუთარ კბილთა განლაგებაში და მიხედოს ესთეტიკას. ერთადერთი სხვაობა ბავშვთა და მოზრდილთა ორთოდონტიულ მკურნალობაში დროა,ანუ მოზრდილებში ზვალი უკვე ჩამოყალიბებულია და შესაბამისად კორექცია ამ პერიოდში მეტ დროს მოითხოვს.

შესაძლებელია თუ არა სპორტული აქტივობების გაგრძელება ბრეკეტის გამოყენების პერიოდში?
თუ თქვენ იყენებთ ბრეკეტს თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ ნებისმიერი სახის სპორტული აქტივობა.თუ კი ექსტრემალური სპორტით ხართ დაკავებული,უნდა გამოიყენოთ სპეციალური დამცავი,პირის ღრუს დამცავი,რომელიც მზადდება მტკიცე მასალისაგან,ზუსტად ერგება თქვენს ბრეკეტს და იცავს მათ დაზიანებისაგან ასევე პირის ღრუს რბილი ქსოვილების დაზიანებასაც გამორიცხავს.

რა სახის მკურნალობა უნდა ჩავიტაროთ ბრეკეტის მოხსნის შემდეგ და როგორ მივხედოთ პირის ღრუს?

ბრეკეტის მოხსნის შემდეგ კბილები საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს.ორთოდონტი მოითხოვს რენტგენის გადაღებას,რომ განსაზღვროს რამდენად სწორად გადაადგილდა კბილები, საკონტროლო რენტგენზე შესაზლოა გამოვლინდეს სიბრძნის კბილი.ასეთ შემთხვევაში ორთოდონტი რეკომენდაციას გაძლევთ ამოიღოთ ეს კბილი ,რომ არ დაირღვეს ბრეკეტის გამოყენების შედეგად მიღებული იდიალური თანკბილვა.

თქვენი ორთოდონტი შეგირჩევთ რეტეინერს,რომლის მეშვეობითაც შეძლებთ შეინარჩუნოთ მიღებული ეფექტი.რეტეინერი ასევე გამოიყენება მცირე ორთოდონტიული პრობლემების მოსაგვარებლად.რეტეინერის გამოყენება არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი პოსტბრეკეტული მკურნალობისა.რეტეინერები მზადდება რეზინისაგან,მეტალისაგან,ნათელი პლასტიკური მასალისაგან,გარს ეკვრის კბილებს და აკავებს მათ არსებულ პოზიციაში.მათი გამოყენება რეკომენდირებულია ბრეკეტის მოხსნის შემდეგ 6 თვე მუდმივად,ხოლო 8 თვის შემდეგ რამოდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ ღამით. ღეტეინერის გამოყენება საცჰიროა,რადგან მიუხედავად კბლების სწორი განლაგებისა,არსებობს ალბათობა რომ ისინი დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას,რადგან ძვლები,კუნთები და პირის ღრუს ორგანოები არ არის ადაპტირებული,რეტეინერის მეშვეობით შეგვიძლია მივცეთ დრო შეგუებისათვის.

               


რა ღირს ბრეკეტი?

ბრეკეტის ფასი საკმაოდ ვარიაბელურია, დამოკიდებულია,მასალაზე,დამზადების ხარისხზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. ყველაზე მოხერხებული მეტალის ბრეკეტი ღირს650.