კბილების გათეთრება

როგორ ხდება კბილების გათეთრება?
ოპლესენსის გელი მოქმედებს ღრმად კბილის ქსოვილის დონეზე და იწვევს ფერშეცვლილი მოლეკულების რღვევას, აშორებს ლაქებს და ათეთრებს კბილებს.ოპალესენსისი გელი შეიცავს კალიუმის ნიტრატს და ფტორს,რომლებიც აჯანსაღებენ მინანქარს,ამცირებენ მგრძნობელობას და ახდენს ღრმულების წარმოქმნის პრევენციას.
შეიძლება თუ არა კბილების გათეთრება ყველა შემთხვევაში?
კბილების გათეთრება არის უსაფრთხო გზა ბრწყინვალე თეთრი ღიმილის მისაღებად. გათეთრებისათვის საჭირო დრო და ძალისხმევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კბილების შეღებვის ხარისხზე და პაციენტის მოთხოვნაზე.ხელოვნური გვირგვინები ხიდები და ვინირები არ ექვემდებარება გათეთრებას. უმჯობესია ნებისმიერ სიტუაციაში მიიღოდთ სტომატოლოგის კონსულტაცია გათეთრების საჭიროებაზე და თქვენ პირის ღრუზე მორგებულ ხერხებზე.
რამდენი ხანი შენარჩუნდება გათეთრების შემდგომი ეფექტი?
კბილების გათეთრების ეფექტი საკმაოდ სტაბილურია,პროცედურის დასრულების შემდეგ სახეზეა მრწყინავი თეთრი ღიმილი ,რომელიც ნორმალური მოვლის პირობებში ხანგრძლივად ნარჩუნდება,თუმცა არსებობს რიგი ფაქტორები,რომელთაც შეუძლიათ უარყოფითი ზემოქმედება მოახდინონ ეფექტის ხანგრძლივობაზე,მაგალითად გენეტიკა,კვება,ასაკი,მავნე ჩვევები(სიგარეტის წევა) და სხვა. შაბედნიეროდ განმეორებითი გათეთრებაც ეფექტურია და კიდევ უფრო დიდი ხანი ძლებს.
იწვევს თუ არა გათეთრება კბილების მგრძნობელობის მომატებას?
კბილებეის ჰიპერესთეზია არის ერთერთი გვერდითი მოვლენა გათეთრებისა. თუ კი გამოვლინდა მგრძნობელობის მომატება უნდა ვიცოდეთ ,რომ ეს ხანმოკლეა და გათეთრების პროცედურის შემდეგ მალე გაივლის.ოპალესენსის გელი შეიცავს მგრძნობელობის მომატების საწინააღმდეგო საშუალებებს კალიუმის ნიტრატისა და ფტორის სახით.ისინი ამცირებენ ჰიპერესთეზიას და ქმნიან კომფორტის შეგრძნებას.
ასუსტებს თუ არა გათეთრება კბილებს?
ოპლესენსის გელი შეიცავს კალიუმისნიტრატს ,რომელიც იწვევს მგრძნობელობის შემცირებას, და ფტორს,რომელიც კარიესსაწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება და აძლიერებს მინანქარს,შესაბამისად გათეთრება არათუ იწვევს კბილების დასუსტებას,არამედ პირიქიტ,აჯანსაღებს მათ.
6რისი საშუალებით ხდება კბილის გათეთრება?
ოპალესენსი არის სპეციალურად შემუშავებული და შეიცავს მრავალ ცომპონენტს,იგი მოწოდებულია სხვადასხვა სახით,კონცენტრაციით და არომატით.ეს ნიშნავს რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენთვიის მოხერხებული გზა გამოიყენოთ გათეთრებისთვის.ოპალესენს აქვს მრავალი პროფესიონალური ვარიანტ კბილების გათეთრებისთვის,
რამდენად ეფექტურია კბილების გათეთრება ბრწყინავი შხივით და ლაზერით?
კლინიკის პირობებში გათეთრება ხშირად ტარდება ლაზერით და სინათლით.თქვენ აუცილებლად ნახავდით მრავალ რეკლამას გათეთრების ამ მეთოდებზე,არის თუ არა ლაზერი და სინათლე ეფექტური? –პასუხია არაუკანასკნელი კვლევები ცხადყოფს ,რომ წყალბადის ზეჟანგი,რომელიც ოპალესენსის შემადგენელი კომპონენტია აქტიურად ათეთრებს კბილებს,ხოლო სინათლის სხივი და ლაზერი აძლიერებს ეფექტს.